saqarTvelos mdinareebi - dolraWala
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე | დოლრას მყინვარი |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 191 კმ² |
სინონიმი: დოლრა.
მდინარე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. იწყება დოლრას მყინვარიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 191 კმ2. საზრდოობს ძირითადად მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გვიან გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 9,30 მ3/წმ.